სასწავლო პროექტი

ა. ს. პუშკინის შესახებ

მთავარი იდეა (თემა): ა. ს. პუშკინის ცხოვრება და შემოქმედება.

პროექტის აქტუალობა: ვაწვდი მოსწავლეებს ინფორმაციას პუშკინის ცხოვრებასა დამოღვაწეობაზე, მის შემოქმედებაზე. ვუკავშირებ მას სხვა ცნობილ რუს პოეტებსა და მწერლებს.

პროექტის მიზნები: პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოების მიხედვით, მოსწავლემ შეძლოს გადმოსცეს ინფორმაცია პოეტზე, მის ოჯახზე დატრაგიკულ დუელზე. გააანალიზონ და შეისწავლონ პოეტის ცნობილი ლექსი: ,,Я помню чудное мгновенье''.

მონაწილეთა ასაკი: 16 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 7 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ელექტრონული პრეზენტაციები პუშკინის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე.

პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, პორტრეტები, პლაკატები, ლექსიკონი, ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 
საფეხური 1. თემის შერჩევა
საფეხური 2. კვლევის გეგმის ჩამოყალიბება
საფეხური 3. ინფორმაციის მოძიება და ანალიზი
საფეხური 4. კვლევითი პროექტის ანგარიშის შემუშავება.

კლასს გავყოფ ორ ჯგუფად: პირველ ჯგუფს მივცემ დავალებას, რომ მოიძიოს პუშკინის ბიოგრაფიული ცნობები; მეორე ჯგუფი კი მოიძიებს ინფორმაციას მისი შემოქმედების შესახებ. 

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ხელოვნება.

უცხ.x.4.მოსწავლე შინაარსის გასაგებად იყენებს სათანადო სტრატეგიებს.
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
  • ცოცხალი მეტყველების, ჩანაწერის გასაგებად იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრი, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ლოგიკური მახვილები).


უცხ.x.5.მოსწავლე განსაზღვრავს მოსმენის მიზანს და იყენებს შესაბამის სტრატეგიას. ა. მოსწავლე ამოიცნობს ზოგად შინაარსს. 
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე: 
  • ნაცნობ სიტყვებსა თუ გამოთქმებზე დაყრდნობით ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას, მთავარ თემას/საკითხებს. 
  • ბ. მოსწავლე ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (სლექციური მოსმენა). შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე: ამოკრეფს კონკრეტულ სიტუაციას.


უცხ.x.17. მოსწავლე იგებს ბიოგრაფიას. 
შედეგი მიღწეულია, როდესაც მოსწავლე: 
  • ამოიცნობს პიროვნებას. 
  • ამოიცნობს დროისა და სივრცის ორიენტირებას (თარიღი, დაბადების ადგილი, ეპოქა.) 
  • ამოიცნობს მოღვაწეობის სფეროს, რომელშიც გაითქვა სახელი (ისტორია, ხელოვნება, პოლიტიკა, სპორტი და სხვა.) ამოიცნობს პიროვნულ თვისებებს. 
  • ამოიცნობს კარიერის ეტაპებს.


უცხ.x.26. მოსწავლე მართავს რესურსებს.
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე: 
  • მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ მისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელო, თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა, მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა.) სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით ახარისხებს და აჯგუფებს რესურსებში მოპოვებულ ინფორმაციას.



პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ინგა აროშიძე. 


ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: inga.aroshidze@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий