1.პროექტის დასახელება - „მამების დაბრუნება სკოლაში“
ოზურგეთი
სსიპ ,სოფელ კონჭკათის საჯარო სკოლა
2.პროექტში მონაწილეობენ: კლასის
დამრიგებელი:ინგა აროშიძე მე-4 კლასის მოსწავლეები,დაწყებითი კლასების
მასწავლებებლი; მუსიკის პედგოგი;მშობლები;
რამდენიმე კვლევით დადგინდა, რომ მამის არყოფნა,
პასიური როლი, ბავშვებში იწვევს ადაპტაციის პრობლემებს და ზრდასთან ერთად
დესტრუქციული ქცევების გამოვლენას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მამის გავლენა უფრო
აშკარაა ბიჭებში, რადგან ბიჭები უფრო მეტად აიგივებენ საკუთარ თავს მამის ფიგურასთან
და შესაბამისად მის ქცევას, უფრო დიდი გავლენა აქვს.
3.პროექტის აქტუალობა :
ჩემს მიერ ჩატარებულმა კვლევამ - „მამების
ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში―, დაადგინა, რომ მამები თითქმის საერთოდ არ დადიან
მშობელთა კრებებზე, არ პასუხობენ სატელეფონო ზარებს, ან თავს არიდებენ
პასუხისმგებლობას და დედებს გადასცემენ ტელეფონს. არ მონაწილეობენ სასკოლო
ღონისძიებებში და საერთოდაც არ ესწრებინ მათ. მამების როლი სასკოლო ცხოვრებაში
ძირითადად განისაზღვრება შვილების სკოლაში ტარებით. არადა რამდენად მნიშვნელოვანია
მამა. იგი პირველი ავტორიტეტი და მისაბაძი ობიექტია. ვფქრობ, როცა მოზარდი
დაინახავს მამის დაინტერესებას სასკოლო ცხოვრებით, მასში ერთი-ორად გაიზრდება
სწავლის მოტივაცია, ასევე ხელსშეუწყობს ბავშვბის სოციალურ ადაპტაციასა და
გააქტიურებას.
4.მიზანი:
მამების როლის გააქტიურება სასკოლო ცხოვრებაში,
მათი ჩართვა სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში, რაც ხელს შეუწყობს დაკარგული კავშირის
აღდგენას მამასა და სკოლას შორის. ეს თავისთავად გამოიწვევს მოსწავლეთა
გააქტიურებას, გაზრდის მათ პასუხისმგებლობას და მოტივაციას. ქვეყნის ინტერესების, ტრადიციების და ღირებულებების
მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;
ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების
ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუსავება და ანალიზი;
იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ
იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე.
კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
5.
პროექტის მუშაობის ვადები:
19 ოქტომბერი- 22 ნოემბერი--2018წ
N
|
ამოცანის დასახელება და მოკლე აღწერა
|
ვადა
|
მოსალოდნელი შედეგი
|
მოსალოდნელი შედეგის ამსახველი მასალა
|
პას/ პირი
|
1.
|
მამების მოწვევა სკოლაში
და ლექცია თემაზე: „ მამის როლი შვილის ცხოვრებაში―. უცილებელია მამებს
ავუხსნათ, თუ რამდენად მნისვნელოვანია მათი როლი სვილის ცხოვრებაში და
განაკუთრებით მათ საკოლო ცხოვრებში
მოსწავლეების
ინიციატივით მამების,მასწავლებლების
მოწვევა დისკუსიაზე : „მამების როლი შვილის სასკოლო ცხოვრებაში’’
მამები
გაიგებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი შვილიშვილის სასკოლო ცხოვრებაში; ასევე გაეცნობიან
პროექტის სამოქმედო გეგმას და აქტივობებს.
მოსწავლეები გეგმავენ პროექტის დასკვნითი
ნაწილისათვის მხატვრულ კომპოზიციას:,, მიყვარხარ, დედის გულს გეფიცები,
ჩემო კეთილო მამავ”...ირგებენ,როლებს
ამზადებენ საპრეზენტაციო მასალას
თავიანთი მამების წარსადგენად.
საღამოს
კულმინაცია საპრეზენტაციო მამებთან შესრულებული ნომრები იქნება.
პიკნიკი
ბუნებაში.
მოსწავლეები,
მამები,დედები და კლასის ხელ-ლი კიდევ ერთხელ შევიკრიბებით ერთად. ამჯერად მაგიდის ირგვლივ გაიმართება
შეხვედრა, რომელიც იქნება ჩვენი პროექტის ერთგვარი შეჯამება.
შემაჯამებელი
მონიტორინგი
|
19 ოქტომბერი
25ოქტომბერი
12
ნოემბერი
21
ნოემბერი
22
ნოემბერი
|
მამები
გაიგებენ და გაათვითცნობიერებენ , რომ მათი გააქტიურება პირველ რიგში ხელს
შეუწყობს ბავშვის სოციალურ ინტეგრაციას, გაზრდის სწავლის მოტივაციას, დაეხმარება
მათი ინტელექტის ზრდას, რაც
თავისთავად
აისახებ იმაზე, რომ ისინი ჩამოყალიბდებიან შემოქმედ ადამიანად, რომელიც თავად
შეძლებს შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე,
ჩამოყალიბდეს პასუხისმგებელ და აქტიურ
მოქალაქედ.
მამები
გაიგებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი შვილის
სასკოლო
ცხოვრებაში.
მამების
დაინტერესება პროექტით
მოსწავლეების
დაინტერესება; ბებია-ბაბუებთან ერთად განსახორეციელებელი აქტივობების დაგეგმვა.
მოსწავლეები აიღებენ პასუხისმგებლობას აღნიშნული ღონისძიების მოსამზადებლად, რაც
გაზრდის მათში პასუხისმგებლობის შეგრძნებას და გუნდური მუშაობის უნარს.
მოსწავლეები
დაგეგმავენ და განახორციელებენ საღამოს, დაამზადებენ
მოსაწვევებს,
რომელსაც გააფორმებენ ლექსებითა და სხვადასხვა გამონათქვამებით ბებია-ბაბუებზე.
მოაწყობენ და გააფორმებენ სკოლის ფოიეს და სააქტო დარბაზს ამჯერად დედებთან და
მამებთან ერთად. ღონისძიების დასასრულს ბებია-ბაბუები სიყვარულის და
მზრუნველობის კედელზე დაწერენ იმ სურვილებსა და მოლოდინებს, რაც თავიან
შვილებთან მიმართებაში აქვთ.
მამები და შვილები ერთად გაატარებენ დროის გარკვეულ
მონაკვეთს სკოლაში, რაც ვიმედოვნებ თანდათანობით მოთხოვნილებასა და ჩვეულებაში
გადაეზრდებათ.
დაინახავენ
თუ რა შეუძლიათ მათ შვილებს, რაც სიამაყის, კმაყოფილების, თავდაჯერებულობის
გრძნობას გააღვივებს. დაინახავენ შვილების
მონაცემებსა და შესაძლებლობებს და მათ მეტად გაუჩნდებათ სურვილი
სკოლასთან ურთიერთობისა. ამასთანავე ერთად შესრულებულით გამონახავენ საერთო მიზნებსა და ინტრესებს.
მოსწავლეები
შეძლებენ არა მარტო სასკოლო გარემოში, არამედ უშუალო, საოჯახო პირობებში ურთიერთობას
მამებთან კიდევ ერთხელ გაეცნობიან ქართული სუფრის ტრადიციებს. პიკნიკის დროს,
შვილებზე მზრუნველობა და მათზე პასუხისმგებლობა მთლიანად მამებს დაეკისრებათ. დაინახავენ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი
მხრიდან შვილებზე ზრუნვა და მათ გამო პასუხისმგებლობის აღება ყოველდღიურ
ურთიერთობაში.
მონიტორინგის
საშუალებით დავადგენ რა მოეწონათ მოსწავლეებს ყველაზე მეტად პროექტზე
მუშაობისას,როგორ თვლიან, რა შეცდომები დაუშვეს, რა ისწავლეს, როგორ იმუშავეს
ჯგუფის წევრებთან ერთად, როგორ თვლიან,რამდენად მიაღწიეს პროექტის მიზანს.
მონიტორინგის შედეგებს გავითვალისწინებ მომავალში
|
ფოტო
მასალა
ვიდეო
ფირი
ღონისძიების
სცენარი
ფოტო
და ვიდეო მასალა
ფოტო
და ვიდეო მასალა
ფოტო
და ვიდეო მასალა
პროექტის
საბ
ოლოო
შეფასების სქემა
|
კლასის
ხელ-ლი
კლასის
ხელ-ლი
მუსიკის
მასწავლებელი. კლასის ხელ-ლი
კლასის
ხელ-ლი
მშობლები
კლასის
ხელ-ლი
მშობლები
კლასის
ხელ-ლი
|
7. პროექტის ბოლოს
მისაღწევი შდეგები:
პროექტით განსაზღვრული მიზნების თანახმად მამები აქტიურად უნდა ჩაებან
სასკოლო ცხოვრებაში, იგრძნონ თავიანთი საჭიროების აუცილებლობა, გაიაზრებენ თუ
რაოდენ მნიშვნელოვანია მათი როლო შვილების სასკოლო ცხოვრებაში. მთელი
პასუხისმგებლობით ჩაებმებიან პროექტით გათვალისწინებული აქტივობების
განხორციელებისას რაც გამოაცოცხლებს სასკოლო გარემოს და მოსწავლეებისათვის კიდევ
უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს გახდის მას. ზემოთ ჩამოთვლილი თავისთავად
დადებითად აისახება მოსწავლეების მოტივაციაზე და გააძლიერებს მათ ინტერესს სასკოლო
ცხოვრებისადმი. კლასის მამების ასეთი აქტიურობა კი შესაძლოა მისაბაძი და
გადამდებიც აღმოჩნდეს.
8. შესაძლო რისკები:
მამების დაუინტერესლობა
პროექტით გათვალისწინებული აქტივობების მიმართ.
შესაბამისად აქტივობები უნდა იყოს ძალიან ზუტად გაწერილი, უნდა იყოს
საინტერესო, სახალისო და რაც მთავარია მიზანზე ორიენტირებული, მამებმა უნდა
იგრძნონ თავისი საჭიროება სასკოლო გარემოში. რისკების შესამცირებლად გამოვიყენებ
ირიბი ზემოქმედების საშუალებას, გავააქტიურებ მოსწავლეებს. არამგონია მოსიყვარულე მამების
გულმა უარი თქვას საკუთარი შვილების თხოვნაზე. ასევე შევხვდები ცალკეულ „ლიდერ― დედებს
და შევეცდები მათი ავტორიტეტის რესურსის სრულად გამოყენებას. დავამზადებ ბუკლეტებს
პროექტით გათვალისწინებული აქტივობების აღწერით და ვფიქრობ ,ამითაც მოვახერხებ
მათი ინტერესის გამოწვევას.
9. რესურსი:
მატერიალური და ადამიანური რესურსები, ფოტო და ვიდეო გადამღები,
ფერადი ფურცლები, ფერადი ფანქრები, ბუშტები, ფერადი ლენტები.
შუალედური და
შემაჯამებელი მონიტორინგის სქემები:
პროექტის საბოლოო
შეფასება
პროექტზე
მუშაობის პროცესში თვითშეფასება და ურთიერთშეფასება:
პროექტი:
პროექტზე
მუშაობის ხანგრძლივობა:
ჯგუფი:
პროექტზე
მუშაობის პროცესში თქვენ ერთ ჯგუფში იმუშავეთ, ამიტომ ძალიან კარგად შეგიძლიათ
შეაფასოთ, ჯგუფის თითოეულმა წევრმა რა წვლილი შეიტანა ჯგუფის მუშაობაში.
ქვემოთ
მოცემული ცხრილი შემდეგი თანმიმდევრობით უნდა შეავსოთ:
1.
თავდაპირველად მარჯვენა ბოლო უჯრებში აფასებ საკუთარ წვლილს ჯგუფური პროექტის
განხორციელებაში მაქსიმალური ქულა არის 5, რომელიც შეგიძლია მიანიჭო თითოეულ
კითხვას. ბოლოს ამ სვეტსმოკეცავ ისე, რომ სხვამ ვერ დაინახოს.
2.
ასე მოკეცილ ცხრილს აწვდი შენს გვერდით მჯდომ ჯგუფის წევრს, რომელიც აფასებს შენს
წვლილს ჯგუფის მუშაობაში. მას ქულები შეაქვს მარჯვენა ბოლო სვეტში, ისიც
გადაკეცავს ამ სვეტს და გადააწვდის ჯგუფის მოდევნო წევრ
3.
ასე გადავა ეს ცხრილი ჯგუფის ყოველ მომდევნო წევრზე.
4.
მას შემდეგ, რაც ჯგუფის ყველა წევრი შეგაფასებთ, გააკეთე ანალიზი, რამდენად
ემთხვევა შენი თვითშეფასება მეგობრების შეაფასებას.
ჯგუფის
მეგობარი
5
|
ჯგუფის
მეგობარი
4
|
ჯგუფის
მეგობარი
3
|
ჯგუფის მეგობარი
2
|
ჯგუფის მეგობარი
1
|
თვითშფასება
|
|
რა შრომა გასწია მან
ჯგუფის მუშაობაში
(მაქ. 5 ქულა)
|
||||||
რამდენი კარგი იდეა
შესძინა ჯგუფს?
(მაქ. 5 ქულა)
|
||||||
რამდენად პოზიტიურად
და ჯფისთვის სასარგებლოდ შეეძლო მას ჯგფის სხვა წევრების იდეები და წინადადებები
მოესმინა, მიეღო და გაეთვალისწინებინა?(მაქ. 5 ქულა)
რამდენად პასუხისმგ
ებლობით და საიმედოდ
ასრულებდა იგი მისდამი ინდივიდუალურად დაკისრებულ საქმეს?
(მაქ. 5 ქულა)
|
||||||
რა წვლილი შეიტანა
მან ჯგუფის საერთო პროდუქტის შექმნაში?(მაქ. 5 ქულა)
|
რეფლექსია
სოციალური
და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის
აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა:
კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი
აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების
პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.
პრობლემის აქტუალურობა:
რამდენიმე
კვლევით დადგინდა, რომ მამის არყოფნა, პასიური როლი, ბავშვებში იწვევს ადაპტაციის
პრობლემებს და ზრდასთან ერთად დესტრუქციული ქცევების გამოვლენას. აქვე მინდა
აღვნიშნო, რომ მამის გავლენა უფრო აშკარაა ბიჭებში, რადგან ბიჭები უფრო მეტად
აიგივებენ საკუთარ თავს მამის ფიგურასთან და შესაბამისად მის ქცევას, უფრო დიდი
გავლენა აქვს.როცა მოსწავლე ხედავს მათ დაინტერესებას
სასკოლო ცხოვრებით ერთიორად იზრდება სწავლის მოტივაცა ასევე ხელს უწყობს უფროსების
პატივისცემას,იზრდება ბავშვის სოციალური ადაპტაცია და გააქტიურება.
რეფლექსია
პროექტით
განსაზღვრული მიზნების თანახმად მამები აქტიურად ჩაებენ სასკოლო ცხოვრებაში, იგრძნესთავიანთი
საჭიროების აუცილებლობა, გაიაზრეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი როლო შვილების
სასკოლო ცხოვრებაში. მთელი პასუხისმგებლობით ჩაებენ პროექტით გათვალისწინებული
აქტივობების განხორციელებისას რამაც გამოაცოცხლა სასკოლო გარემო და
მოსწავლეებისათვის კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახადა,ზემოთ ჩამოთვლილი
თავისთავად დადებითად აისახა მოსწავლეების მოტივაციაზე და გააძლიერა მათ ინტერესი
სასკოლო ცხოვრებისადმი.
კლასის
მამების ასეთი აქტიურობა მისაბაძი და
გადამდები გახდა არა მარტო სხვა კლასის არამდ სხვა სკოლებისათვის.შეიქმნა
ბუკლეტები,პრეზენტაციები,ვიდეო რგოლები,პოვერტპოინტში გაკეთდა
პრეზენტაციები,შვილებთან ერთად შესრულდა
საკონცერტო ნომრები,რამაც ჩემი
მოსწავლეები დიდი პატივისცემითა და
სიყვარულით განაწყო უფროსი თაობის მიმართ.
Комментариев нет:
Отправить комментарий