პროექტის გეგმა

მე-4 კლასი
სოციალური  პროექტის სახელწოდება :  „გაგიღიმებ დედამიწავ კვლავ!“

სასწავლო პროექტის აქტუალობა:
          XXI საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად და გამოწვევად კვლავ რჩება  ეკოლოგიური პრობლემები, რასაც ხშირ შემთხვევაში იწვევს დაბინძურებული გარემო, ტყეების ჩეხვა. დაბალია პასუხისმგებლობის განცდა   და მოქალაქეობრივი ცნობიერება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებში, ასევე ბავშვებში.
        მიუხედავად იმისა, რომ 21- ე საუკუნის მოქალაქეს არ უნდა სჭირდებოდეს მითითება გარემოს დანაგვიანებისა და სხვა  ეკოლოგიური პრობლემების შესახებ მითუმეტეს,  საუბარი და მითითება,  სად და როგორ მოიქცეს,  საჭიროებიდან და რეალობიდან გამომდინარე  აუცილებელია მასწავლებლებმა მაქსიმალურად  ჩავრთოთ მოსწავლეები, მშობლები თემის წარმომადგენლებთან ერთად ისეთი პროექტების განხორციელებაში, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც  ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებულ ინფორმირებულობის გაზრდას, ასევე  პრობლემის გაანალიზებას, გათავისებას, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და მისი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების დასახვას. პროექტის თითოეული წევრი იქნება დასახული მიზნისათვის დაგეგმილი აქტივობების მონაწილე და შემსრულებელი. ამასთან, შეიტანს თუნდაც პატარა წვლილს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების საქმეში და ჩამოუყალიბდება მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.    აღნიშნულ საკითხზე მოსწავლეებთან ნტერაქციით გადაწყდა, რომ  4.03. 2019 -4.04.2019  პერიოდში ვიმუშავებთ სასწავლო  პროექტზე „დედამიწა ჩვენი სახლია“

სასწავლო პროექტის მიზანი:
·         მოსწავლების ინფორმირება ეკოლოგიური პრობლემების შესახებ;
·         ზრუნვა მის მოგვარებაზე;
  • მოსწავლეებმა შეძლონ თავიანთი ცოდნის გააქტიურება  ეკოლოგიური პროლემების  შესახებ;
  • დაასუფთაონ სკოლის ეზო;
  • დარგონ ყვავილები, ხეები;
  • დაამზადონ ფლაერები;
  • ასფალტზე ხატვა დედამიწის დღის აღსანიშნავად;
  • მულტფილმის „ბოცო და გვანცა“ ნახვა და დისკუსიის მოწყობა;
  • აქციიის „დავატკბოთ დედამიწა“ მოწყობა;
  •  შექმნან ნახატები;
  •   გააკეთონ სანიშნეები;
  •  წვერმაღალის ტყე-პარკის მონახულება;
·         სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება;

  • ეკოლოგიური წიგნიერების დონის ამაღლება;
  • შეძლონ  თავიანთი ნამუშევრების კლასისთვის წარდგენა/პრეზენტაცია;
  • შეძლონ შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.

                                      მოსალოდნელი შედეგები:
·         მოსწავლეებმა შეძლონ თავიანთი ცოდნის გააქტიურება  ეკოლოგიური პროლემების  შესახებ;
·         ამაღლდება ცოდნა საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, პასუხისმგებლობის გრძნობა;
·         იზრუნებენ გარემოზე, მოუწოდებენ სხვებსაც დაიცვან ის.
·         გადმოსცენ თავიანთი შთაბეჭდილებებებს ექსკურსიის შესახებ;
·         შექმნან    ნახატები;
·           შეძლებენ სანიშნეების გაკეთებას;
·         დაასუფთავებენ სკოლის ეზოს;
·         დარგავენ  ყვავილებს, ხეებს;
·         დაამზადებენ  ფლაერებს;
·         მულტფილმისბოცო და გვანცანახვა და დისკუსიის მოწყობა;
·         აქცია- „დავატკბოთ დედამიწა
·         შეძლებენ  თავიანთი ნამუშევრების კლასისთვის წარდგენას/პრეზენტაციას;
 სამიზნე ჯგუფი: მეოთხე კლასის მოსწავლეები

              ამოცანები სასწავლო პროექტის განსახორციელებლად:
·         იმის დადგენა, თუ როგორ ესმით პროექტის მონაწილეებს ეკოლოგიური პრობლემების არსი;
·         მოსწავლეთა ინფორმირებულობა გარემოს დანაგვიანების, ეკოლოგიური პრობლემების შესახებ;
·         რესურსების დამზადება;
·         ინტერნეტში აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მოძიება, ფოტო და ვიდეომასალის შერჩევა;
                      აქტივობების თანმიმდევრობა  პროექტის მსვლელობისას:
პროექტის დაწყებამდე:
·         მოსწავლეებისათვის პროექტის იდეის გაცნობა;
·         მოსწავლეთა ინფორმირება ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ;
·         რესურსების მომზადება;
·         მოსწავლეებისთვის ფუნქციების გადანაწილებაში დახმარება (კლასი მცირერიცხოვანია და ამიტომ მოსწავლეები მუშაობენ  2 ჯგუფში)
პროექტის მიმდინარეობისას:
·         ინფორმაციების მოძიება
·         ნახატების შექმნა;
·         ფლაერების დამზადება და გავრცელება;
·         მცენარეების დარგვა;
·         ეზოს დასუფთავება;
·         სანიშნეების გაკეთება;
·          ეკოლოგიური პრობლემების  შესახებ   ვიდეომასალის ნახვა;
·         აქციის „დავატკბოთ დედამიწა“ მოწყობა;
·         ასფალტზე ხატვა;
·         წვერმაღალის ტყე-პარკის მონახულება;
·         პრეზენტაციების წარმოდგენა
       პრეზენტაციის დასრულების შემდეგ:
·         უკუკავშირი-დისკუსის გაწეული სამუშაოს შესახებ;
·         შეფასება, თვითშეფასება, მასწავლებლის რეფლექსია გაწეული სამუშაოს შესახებ;
·         მოძიებული მასალისა და ფოტოების განთავსება ბლოგზე.

გამჭოლი კომპეტენციები:
·         ეკოლოგიური წიგნიერება;
·         პერსონალური და სოციალური კომპეტენცია.

პროექტის ხანგრძლივობა:  4 კვირა საჭირო რესურსი:
ვიდეოფილმები, საპრეზენტაციო სლაიდები, საბავშვო ენციკლოპედიები, ვიდეო მასალა ეკოლოგიური პრობლემების  შესახებ, ფლიპჩარტი, თაბახის ფურცლები, ფერადი ფურცლები, ფერადი ცარცები, შაქარი, პროექტორი, ბუკები, ფანქრები, სხვადასხვა მცენარეთა ნერგები.

                                       კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
·      გადმოსცემს ინფორმაციას ნანახის, განცდილის შესახებ;

·         მოიპოვებს მასალას ყვავილოვანი მცენარის ორგანოების მრავალფეროვნების შესახებ და უზიარებს თანაკლასელებს;
·         მოიძიებს ინფორმაციას საქართველოში გავრცელებული ყვავილოვანი მცენარეების მრავალფეროვნების შესახებ და მათი შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
·         მრავალფეროვანი მასალისა და ტექნიკის გამოყენებით ქმნის პეიზაჟებს, ნატიურმორტებს, პორტრეტებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ინდივიდუალური, ერთობლივი ნამუშევრის წარდგენისას საუბრობს
 ჩანაფიქრის  შესახებ, გამოყენებულ   ფერებზე,  მასალაზე, ტექნიკაზე და სხვ.;
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ინდივიდუალური, ერთობლივი ნამუშევრის  წარდგენისას საუბრობს  ჩანაფიქრის შესახებ, გამოყენებულ   ფერებზე,  მასალაზე, ტექნიკაზე და სხვ.
·         უსმენს, აცდის სხვებს აზრის გამოთქმას, სვამს და პასუხობს კითხვებს (მაგ., ნამუშევრის შინაარსთან დაკავშირებით); 
                  
                    შეფასების კრიტერიუმები:
       მოსწავლეთა ჩართულობა;
       მოსწავლეთა ცოდნა აღნიშნულ თემაზე;
       ცოდნის გამოვლენის უნარი;


პროექტის ფარგლებში ჩატარებული   აქტივობები:
I           კვირა
       მოვიძიეთ  სასწავლო პროექტის განსახორციელებლად საჭირო ყველა რესურსი.
       კლასი დაიყო  ორ  ჯგუფად, გამოიყო ლიდერები, რომელთაც დაევალათ პასუხისმგებლობა ჯგუფის მუშაობაზე;
       ვნახეთ ინტერნეტში მოძიებული სასწავლო  მულტფილფილმი, ვიდეომასალა ეკოლოგიური პრობლემების  შესახებ  და განვიხილეთ ისინი;
II         კვირა
       დავასუფთავეთ სკოლის ეზო;
       დავრგეთ ყვავილები;
       შევქმენით ნახატები ეკოლოგიურ თემაზე.
III      კვირა
·         მოვაწყვეთ ნახატების გამოფენა;
·          გავაკეთეთ სანიშნეები;
·         დაამზადეს და გაავრცელეს ფლაერები;
·         დავრგეთ ხეები.
IV კვირა
·         დედამიწის დღის აღსანიშნავად ასფალტზე ხატვა;
·         აქცია „დავატკბოთ დედამიწა“;
·         ექსკურსია წვერმაღალის ტყე-პარკში;
·         ექსკურსიის შემდეგ დავწერეთ ესე: „ჩემი ერთი დღე ექსკურსიაზე “

·         განხორციელებული სასწავლო პროექტი შევაფასეთ, გავაანალიზეთ ყოველი მომენტი, შევავსეთ თვითშეფასების რუბრიკები.

სასწავლო პროექტის შეფასების რუბრიკა
  პროექტის შეფასების  სარეკომენდაციო ცხრილი:

კრიტერიუმი
კარგი
საშუალო
სუსტი
პრობლემა. რამდენად აქტუალურია და რამდენად ცხადად არის ეს დასაბუთებული
+


მიზანი. რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია
+


ამოცანები. რამდენად შეესაბამება თითოეული ამოცანა პროექტის მიზანს
+


განხორციელების გზები. რამდენად უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას, რამდენად რაციონალურია და პრაქტიკული, რამდენად რეალურია ვადები და არის თუ არა ფუნქციები გადანაწილებული ჯგუფის წევრებს შორის
+


შედეგი. რამდენად რეალურია აღნიშნული შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს

+


რესურსები. რამდენად ზუსტად არის განსაზღვრული, რა არის საჭირო პროექტით გათვალისწინებული საქმიანობებისათვის
+


დიზაინი. რამდენად ლოგიკურად არის აგებული პროექტი (თანამიმდევრობა), ლაკონური და მარტივი ენა

+



შემაჯამებელ სამუშაოზე დაკვირვების ცხრილი
სოციალური  პროექტის განხორციელების პროცესში
მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარები
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
 დიახ
აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ
დიახ
ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი
დიახ

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავ­ლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი
იყო ორი მოსწავლე, რომლებიც ჩვენს კლასში მეორე სემესტრში გადმოვიდნენ. მათ არ ჰქონდათ პროექტზე მუშაობის გამოცდილება. ასევე, სუსტად აქვთ განვითარებული პრზენტაციის, კომუნიკაციი, თანამშრომლობის უნარ-ჩვევები
ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი
დიახ
იმოქმედა თუ არა პროექტის განხორ­ციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე (თუ -კი, მიუთითეთ კონკრეტული მაგალითები)
დიახ, პროექტის განხორციელებამ დადებითი შედეგი გამოიღო. მოსწავლეებმა ამ პროექტის საშუალებით გააცნიბიერეს რა ზიანი შეიძლება მიაყენოს  გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი პირობები. პროექტის ფარგლებში შესრულებულმა სამუშაოებმა მოსწავლეებს საშუალება მისცა აემაღლებინათ სოციალური ცნობიერება, ეკოლოგიური წიგნიერების დონე და ასევე,    ესგ-ის მისაღწევი შედეგები (მითითებულია პროექტის გეგმაში) წარმატებით გადაელახათ.


                                                                   დანართი
                                       მასწავლებლის თვითშეფასება
შევძელი  თუ არა პროექტით დასახული მიზნების მიღწევა? პროექტით განსაზღვრული მიზნები სრულად   განხორციელდა.
რომელი აქტივობები ვერ განვახორციელე  და რატომ?
გეგმით განსაზღვრული ყველა აქტივობა განხორციელდა.
რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
აღსანიშნავია, რომ ამ სასწავლო პროექტმა ძალიან დააინტერესა მოსწავლეები, მათ სურვილი გამოთქვეს ამ მიმართულებით კვლავ გააგრძელონ მუშაობა.
რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
მოსწავლეებმა მიიღეს მარტივი, მათთვის გასაგები  ინფორმაციები ეკოლოგიური პრობლემების შესახებ.
ხომ არ მოხდარა პროექტის მოდიფიცირება?
პროექტის მოდიფიცირება არ   მომხდარა.
რა უნდა გავითვალისწინო მომავალში?
მსგავსი სასწავლო პროექტების  მიმართ მოსწავლეთა დიდი ინტერესი უფრო
განვავითარო, ამ მიზნით გამოვიყენო უფრო მრავალფეროვანი რესურსი. რამდენიმე მოსწავლესთან  ვიმუშაო პრეზენტაციის უნარის განვითარებაზე.

თვითშეფასების მარტივი  კითხვარი მოსწავლეებისთვის
(შემოხაზე შენთვის მისაღები პასუხი)
       პროექტზე მუშაობა
ა) საინტერესო  იყო;
ბ) ძნელი  იყო; 
გ) იოლი იყო.
   პროექტზე ვიმუშავე
ა) დამოუკიდებლად;
ბ) დამჭირდა უფროსების დახმარება.
    კლასელებთან ვითანამშრომლე
 ა) კარგად;
ბ) გამიჭირდა თანამშრომლობა;
გ) ვერ ვითანამშრომლე.
სასწავლო პროექტში შენი მუშაობით   კმაყოფილი    ხარ?
 ა) სრულად;
ბ) ნაწილობრივ;
გ) უკმაყოფილო ვარ.
 


                                     პროექტის ხელმძღვანელის რეფლექსია

       მე და ჩემი მესამეკლასელი  მოსწავლეები ოთხი  კვირა   ვმუშაობდით სასწავლო პროექტზე:  „გაგიღიმებ დედამიწავ კვლავ.“
              სასწავლო პროექტის მიზნად განისაზღვრა:
·         მოსწავლების ინფორმირება ეკოლოგიური პრობლემების შესახებ;
·         ზრუნვა მის მოგვარებაზე;
  • მოსწავლეებმა შეძლონ თავიანთი ცოდნის გააქტიურება  ეკოლოგიური პროლემების  შესახებ;
  • დაასუფთაონ სკოლის ეზო;
  • დარგოონ ყვავილები, ხეები;
  • დაამზადონ  და გაავრცელონ ფლაერები;
  • დედამიწის დღის აღანიშნავად  ასფალტზე ხატვა;
  • მულტფილმის „ბოცო და გვანცა“ ნახვა და დისკუსიის მოწყობა;
  • აქციის  „დავატკბოთ დედამიწა“ ჩატარება;
  •  შექმნან ნახატები;
  •   გააკეთონ სანიშნეები;
  •  წვერმაღალის ტყე-პარკის მონახულება;
·         სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება;

  • ეკოლოგიური წიგნიერების დონის ამაღლება;
  • შეძლონ  თავიანთი ნამუშევრების კლასისთვის წარდგენა/პრეზენტაცია;
  • შეძლონ შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.

     სოციალური  პროექტის წარმატებით განსახორციელებლად ინტერნეტში შევარჩიე ფოტო და ვიდეომასალა, შევარჩიე სასწავლო სტრატეგიები, მოვახდინე საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო დროის ორგანიზება, მოვაწყვე ბავშვების ნამუშევრების გამოფენა, ჩავატარეთ საკლასო ღონისძიება და გაწეული სამუშაო შევაფასეთ.
    მოსწავლეები  მოტივირებული იყვნენ,  რომ  აღნიშნული სოციალური პროექტი საინტერესოდ და ხალისიანად ჩატარებულიყო. ეს იყო პირველი  სოციალური ხასიათის პროექტი, რომელიც კლასში განვახორციელეთ. მათ გაიგეს ახალი ინფორმაციები, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს  გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი პირობები,
 წაიკითხეს ლიტერატურული და შემეცნებითი ნაწარმოებები, ნახეს ვიდეომასალა  ეკოლოგიური პრობლემების  შესახებ, აღნიშნულ თემაზე შევქმენით ბევრი ნახატი, დაამზადეს  და  გაავრცელეს ფლაერები,  მოსწავლეები ხატავდნენ როგორც ხელოვნების გაკვეთილებზე, ასევე, მათ  სახლიდანაც  მოიტანეს ნახატები და კლასში გამოფინეს, პროექტის  მიმდინარეობის პერიოდს დაემთხვა დედამიწის დღე - 22 აპრილი, ამ დღეს მოვაწყვეთ ასფალტზე ხატვა, დავრგეეთ მცენარეები,  ხეები, გავასუფთავეთ სკოლის ეზო.  მეც საგანგებოდ მოვემზადე როგორც საგაკვეთილო, ისე არასაგაკვეთილო პროცესებისთვის. მოსწავლეებს ვუჩვენე ვიდეო მასალა ეკოლოგიურ პრობლემებზე, მულტფილმი „ბოცო და გვანცა“, რასაც მოყვა დისკუსია. მოსწავლეებმა გააკეთეს ნამუშევრების  პრეზენტაციები, გადმოსცეს  თავიანთი ემოციები, გააკეთეს დასკვნა.
     ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაო შევაჯამეთ საკლასო საზეიმო ღონისძიებით, რომელსაც ესწრებოდნენ  მოწვეული მასწავლებლები. ჩემი დახმატებით მოსწავლეებმა შეაჯამეს და  გააკეთეს პრეზენტაციები.
    მოსწავლეებმა აღნიშნული ღონისძიების შესახებ თავიანთი კმაყოფილება გამოთქვეს. მათი გამოხმაურება მეტად პოზიტიური იყო.  მართალია, პროექტი 4 კვირა გრძელდებოდა, თუმცა ასეთი სახის პროექტების გაკეთებას მომავალშიც ვგეგმავთ.
   მე და ჩემმა მოსწავლეებმა ერთად შევაფასეთ ეს პროექტი. ბავშვებმა იმსჯელეს,
გამოხატეს თავიანთი შთაბეჭდილებები,  მათ გამოთქვეს სურვილი , რომ მსგავს პროექტზე კიდევ ემუშავათ.
     უკვე მეორე წელია, რაც პროექტების კეთება დავიწყეთ, თუმცა სოციალური ხასიათის პროექტი პირველად გავაკეთეთ.  დაკვირვებამ მაჩვენა, რომ   ჩემს მოსწავლეებს   მოეწონათ  სოციალური პროექტის ფარგლებში  მუშაობა, მათ მეტად სასიამოვნო განწყობა ეუფლებათ პროექტებში  ჩართვისთვის. პროექტის შედეგები ასეთია:  სასწავლო პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ფლობენ ინფორმციას, იციან მეტი ეკოლოგიური საფრთხეების, საკუთარი მოქალაქეობრივი  მოვალეობის შესახებ. მონაწილეობენ გარემოს დაცვის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაში, მოუწოდებენ სხვებსაც იზრ
უნონ მასზე. კლასის  დიდმა ნაწილმა შეძლო   მუშაობა წყვილებად და ჯგუფებად,  იგრძნობოდა, რომ მოსწავლეებს თავიანთი საქმიანობა მოსწონდათ. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებით  მომეწონა მოსწავლეების ჩართულობა, მათი აქტიურობის ხარისხი. ისინი მონდომებით მუშაობდნენ, რომ დაკისრებული საქმე კარგად შეესრულებინათ.

 

Комментариев нет:

Отправить комментарий