პროექტი
1.პროექტის სახელწოდება: ,, მწვანე ეზო’’.
2.პროექტის ავტორი: ინგა აროშიძე.
3.პრობლემების ანალიზი    
-ბუნება სიცოცხლის წყაროა.
-ბუნების გამდიდრებაში მონაწილეობის მიღება.
-მცირე წვლილის შეტანა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
4.პროექტის მიზანი:
-მცირე ასაკიდანვე ბუნების სიყვარულის ჩანერგვა.
-შრომისადმი სიყვარულის ჩანერგვა.
-ურთიერთთანამშრომლობისა და კოლექტიურობის ჩამოყალიბება.
5.პროექტის ამოცანები:
1-დღე საუბარი მოსწავლეებთან, მშობლებთან შეთანხმება.
2-დღე ნერგების მოძიება.
3-დღე დარგვა.
6. რესურსები-ნერგები, სამუშაო ბარი.
7.მოსალოდნელი შედეგი.
-ხეები ბუნებას გაამდიდრებენ,
-მოსწავლეები ისწავლიან ბუნების მოვლასა და გაფრთხილებას.

    რეფლექსია.
2019 წლის 3 ნოემბერს გადავწყვიტე  გამეკეთებინა პროექტი  ,,მწვანე ეზო’’. სკოლის მოსწავლეებმა (სხვადასხვა საფეხურის) სკოლის ეზოს შემოგარენში დარგეს რამდენიმე მცენარე. მეც გადავწყვიტე ჩემს კლასსაც მიეღო მონაწილეობა და რამდენიმე ხით გაგვემდიდრებია ბუნება.
1-დღეს შევუთანხმდი მოსწავლეებს და მშობლებს . მოვილაპარაკეთ რომ ნერგებს მოიტანდნენ.
2-დღეს მოვიძიეთ რამდენიმე კაკლის ხე.
3-დღეს მოიტანეს მშობლებმა ნერგები და პატარების ჩართულობით დავრგეთ. ბავშვებმა აღმიქვეს, რომ მიაქცევენ ყურადღებას და იზრუნებენ მცენარეების გახარებაზე.




სოციალური პროექტი

პროექტის სახელწოდება:,,სხვებზე ზრუნვა"
პროექტის მიზანი:1.მოსწავლეებში სხვისი ემოციების გაგების,წვდომისა და თანაგრძნობის უნარის ჩამოყალიბება
                                 2.ზრუნვა ემპათიის განვითარებაზე
                                 3.სხვისი და საკუთარი ემოციების ამოცნობის უნარის განვითარება
                                 4.მეგობრებთან კარგი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება.
                                 5.მოსმენის,მეტყველებისა და ყურადღების კონცენტრირების უნარების განვითარება.
                                 6.თვითშეფასების უნარები



სკოლაში მოსწავლეები არამხოლოდ კონკრეტულ დისციპლინებს სწავლობენ,არამედ სკოლა ოჯახთან თანამშრომლობით ზრუნავს მათ აღზრდასა და მორალურ განვითარებაზე.იმისთვის რომ უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებს განუვითაროთ უნარები,რომლებიც გარემოს გაუმჯობესებისა თუ სხვებზე ზრუნვისაკენ იქნება მიმართული ვფიქრობ,პირველ რიგში მნიშვნელოვანია ზრუნვა ემპათიის განვითარებაზე.ემპათიის ქვეშ მოიაზრება სხვისი ემოციების გაგების წვდომის და თანაგანცდის უნარი მიიჩნევა,რომ 7 წლამდე ასაკის ბავშვისთვის საკმაოდ რთულია სხვისი ემოციების წვდომა პირველ რიგში თანაგრძნობა სხვისი ემოციების გაგებით იწყება.

პროექტის მსვლელობა
გამოვიყენეთ აქტივობა" ამოიცანი ემოცია".მოსწავლეები სხდებიან წრეზე.შემდეგ ვუკითხავ სიტუაციას და ვთავაზობ ბარათებს შესაბამისი ილუსტრაციებით.მოსწავლეებს დარიგებული აქვთ სხვადახვა ემოციათა ბარათები და სიტუაციების მიხედვით მიუსადაგებენ.ბავშვებს თავად ვახსენებ კეთილი საქმის ჩამონათვალს
-ღიმილიანი მისალმება ნაცნობების
-მოწყენილი მეგობრისთვის სასაცილო ამბის მოყოლა
-მეგობრისთვის კომპლიმენტის თქმა
-ოჯახის წევრების დახმარება საოჯახო საქმეში.
-დაფის გაწმენდა, საკლასო ოთახის მოწესრიება.
-ყვავილების მორწყვა
-დაბადების დღეებზე ერთმანეთისათვის ხელნაკეთი ბარათების დამზადება
მოსწავლეებს მივეცი დავალება დაეხატათ რა სიკეთე გაუკეთებიათ,რომელსაც ააკრავენ წინასწარ შექმნილ ხეზე

მასწავლებელი:ინგა აროშიძე




პროექტის რეფლექსია

ჩემი პროექტის მიზანი იყო უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებისათვის განმევითარებინა უნარები,რომლებიც მიმართული იქნებოდა გარემოს გაუმჯობესებისა თუ სხვებზე ზრუნვისაკენ.ამისათვის შევიმუშავე აქტივობები "ამოიცანი ემოცია"გავმართე დისკუსია გავაკეთე კეთილი საქმის ჩამონათვალი და გამოვაკარი საკლასო ოთახში .ბავშვებს დავახატვინე ისეთი სურათები,სადაც ჩანს მათი გაკეთებული სიკეტე და წინასწარ შექმნილ ხეზე ავაკვრევინე.შეიძლებოდა მეტი აქტივობები გამომეყენებინა რასაც მომავალში განვაორციელებ.


მასწავლებელი:ინგა აროშიძე
გაკვეთილის გეგმა ბუნებაში ისტის. გამოყენებით.
მასწავლებელი: ინგა აროშიძე პ/ნ 33001065474
გაკვეთილის თემა:,,ცხოველთა მრავალფეროვნება დედამიწაზე''.
სწავლების საფეხური: 1 კლასი.
საგანი: ბუნება
მოსწავლეთა პროფილი: კლასში არის 9 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე არ მყავს.
გაკვეთილის მნიშვნელობა-აქტუალობა: გაკვეთილი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები გაეცნობიან ცხოველთა მრავალფეროვნებას, მათ გარემოს, დააჯგუფებენ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, მოახდენენ ვიზუალურ დაკვირვებას, ამოცნობას და აღქმას ბუკებითა და სლაიდშოუს საშუალებით.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ცხოველების ამოცნობა, დაჯგუფება, ბუკებითა და სლაიდშოუთი ცხოველების ვიზუალური აღქმა.
ე.ს.გ.-ბუნება1.3.მოსწავლეს შეუძლია მოვლენებს შორის მსგავსება და განსხვავება არსებითი ნიშნების მიხედვით.
-ბუნება1.3. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით.
-ისტ ტექნ. 1.1 მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ-ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს.
ისტ.ტექნ. 1.4. მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.
წინარე ცოდნა:მოსწავლეები იცნობენ ზოგიერთ ცხოველებს და შეუძლიათ დაჯგუფება ზოგიერთი ნიშნის მიხედვით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები- სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი,ბუკი,სათამაშო ცხოველები.
გაკვეთილის მსვლელობა:
გაკვეთილი დავიწყე გონებრივი იერიშით:აქტივობა---1) 1ბავშვებო რომელ ცხოველებს იცნობთ? 2. რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან? 3. ხომ ვერ ამიღწერთ მათ საარსებო გარემოს? 4.თქვენი აზრით რომელი ცხოველია უფრო მნიშვნელოვანი? თანდათან მივიყვან ბავშვებს იმ აზრამდე რომ ყველა ცხოველი ბუნებაში ერთნაირად მნიშვნელოვანია.----5წთ.
აქტივობა----2) ვყოფ ბავშვებს 3 ჯგუფად.პირველ ჯგუფს ვთხოვ სახლიდან მოტანილი სათამაშო ცხოველები დააჯგუფონ გარეულ და შინაურ ცხოველებად.მეორე ჯგუფს ვთხოვე დაეჯგუფებინათ სათამაშო ცხოველები ფრინველებად და მიწაზე მოსიარულეებად. მესამე ჯგუფს ვთხოვე დაეჯგუფებინათ სათამაშო ცხოველები მტაცებელ და მშვიდობიან ცხოველებად.----5წთ
აქტივობა----3.) ამის შემდეგ ვთხოვ ჩართონ ბუკები და ამოიცნონ ის ცხოველები და მათი ნაშიერები რომლებიც გამოსახულია ეკრანზე. დააკვირდნენ რანაირ ხმას გამოსცემენ ცხოველები თავისი ნაშიერებით და გგასცენ კითხვას პასუხი; რა არის მათ შორის მსგავსება და განსხვავება---10წთ.
აქტივობა----4)ისევ ბუკებში ვუზიარებ ჩემს მიერ წინასწარ გამზადებულ სლაიდ შოუს თემაზე ცხოველთა მრავალფეროვნება დედამიწაზე.-----5წთ
აქტივობა----5) ჩავატარე მინი ლექცია თემაზე გადაშენებული და გადაშენების პირას მყოფი ცხოველები. ვესაუბრე (წითელი წიგნის შესახებ).----3წთ
აქტივობა ------6) ბუკების საშუალებით ვნახეთ გადაშენებული და გადაშენების პირას მყოფი ცხოველები განვიხილეთ დინოზავრი და შველი.-----3წთ
აქტივობა-----7) დავსვი შემაჯამებელი კითხვები.
რით იყო საინტერესო დღევანდელი გაკვეთილი? რა გაიგეთ დღეს ახალი? კიდევ რისი გაგება აინტერესებთ ცხოველების შესახებ.----2წთ
აქტივობა---8) შევაფასე ბავშვები სიტყვიერი კომენტარებით. შევპირდი მეორე დღეს ზოოპარკში ექსკურსიაზე წასვლას, სადაც თავისი თვალით ნახავდნენ ცოცხალ ცხოველებს და უფრო მეტს გაიგებდნენ მათ შესახებ.



მასწავლებელი: ინგა აროშიძე.



გაკვეთილის რეფლექსია:
 ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო: მოსწავლეებმა შეძლონ ცხოველების ამოცნობა და დაჯგუფება, ბუკებითა და სლაიდშოუთი, ნანახი ცხოველების ვიზუალური აღქმა. გაკვეთილი დავიწყე გონებრივი იერიშით, ბავშვები მივიყვანე იმ დასკვნამდე რომ ყველა ცხოველი ბუნებაში ერთნაირად მნიშვნელოვანია. კლასი დავყავი ჯგუფებად და მივეცი სათანადო დავალება. გამოვიყენე ბუკები სადაც ნახეს და მოისმინეს ცხოველები და მათი ნაშიერები როგორ ხმას გამოსცემდნენ. ჩავატარე მინი-ლექცია თემაზე გადაშენებული და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების შესახებ. ვესაუბრე წითელი წიგნის შესახებ და ბუკებში ვნახეთ ეს ცხოველები. შემდეგ დავსვი შემაჯამებელი კითხვები და ბავშვები შევაფასე სიტყვიერი კომენტარებით. ასევე შევპირდი რომ წავიყვან ზოოპარკში ექსკურსიაზე. გაკვეთილის ბოლოს მიღწეული იქნა დასახული მიზანი.

მასწავლებელი: ინგა აროშიძე.


სოციალური პროექტი

-პროექტის სახელწოდება:"ცხოველთა მრავალფეროვნება დედამიწაზე"
-პრობლემა:პირველი კლასის მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ განვითარებული
ეკოლოგიური ცნობიერება
- პროექტის აქტუალობა:აქტუალურია იმით,რომ ცხოველები არ იცნობენ ცხოველთა მრავალფეროვნებას.მათ საარსებო გარემოს,მათი ნახვით გაუჩნდებათ სურვილი მათი მოვლის, მოფრთხილების,დაცვის.

-პროექტის მიზანი:ცხოველთა მრავალფეროვნების გაცნობა,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება,თანამშრომლობის უნარის განვითარება,ცხოველებისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

-მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლე საუბრობს ცხოველების  მრავალფეროვნებაზე,საუბრობს პირად ურთიერთობაზე ცხოველთან.მოსწავლე იცავს ცხოველს და ზრუნავს მასზე,მოსწავლეები თანამშრომლებენ რთმანეთთან.
-ამოცანები და მათი გახორციელების გზები:პროექტს დავიწყებ სამოტივაციო აქტივობებით. ბავშვებს ვთხოვ  მოიტანონ სახლიდან სკოლაში თავიანთი საყვარელი
სათამაშო ცხოველები.ავუხსნი მათ ,რომ ეს სათამაშოები დაგჭირდებათ მეორე დღეს ბუნების გაკვეთილზე.ბუნების გაკვეთილს დავიწყებ ცხოველებზე საუბრით,რომ საჭიროა მათი დაცვა ამის შემდეგ კლასს გავყოფ სამ ჯგუფად.ვთხოვ მათ დააჯგუფონ
ცხოველები ფრინველებად და მიწაზე მოსიარულეებად,გარეულ და შინაურ ცოველებად,მტაცებელ  და ბალახისმჭამელ ცხოველებად.ამის შემდეგ ბავშვებს ვთხოვ ჩართონ ბუკები გავუზიარებ ეკრანს და ვაჩვენებ წინასწარ გამზადებულ სლაიდშოუს.ცხოველებზე იქნება მითითებული სახელწოდებები,ბავსვები ვერშეძლებენ
ყველას გამოცნობას ამით უფრო გაძლიერდება ინტერესი,გაუჩნდებათ სურვილი ცოველების ნახვის.მე მათ დავპირდები ექსკურსიაზე წაყვანას ზოოპარკში,სადაც ისინი თავისი თვალით ნახავენ მათთვის საინტერესო ცხოველებს
-განხორციელების გზები:პირველ და მეორე ეტაპზე დახმარებას გამიწევენ მშობლები.მათი თანადგომით შევძლებთ ექსკურსიაზე წასვლას.ისინი წინასწარ ინფორმირებული იქნებიანპროექტის შესახებ პროექტში მონაწილეობენ მასწავლებლები,ბავშვები,მშობლები.მასწავლებელი გეგმავს პროექტს,მშობლები ეხმარება
ბავშვები კი ანხორციელებს
-რესურსები:სათამაშოები ,ბუკები,თაბახის ფურცლები,ფანქრები,ფორმატები,წებო,ფოტოაპარატი,ელ.რესურსები,სლაიდშოუ,ტრანსპორტი.
-მოსალოდნელი შედეგები:ამსახველი მასალა,პროექტის ყველა ეტაპის ფოტომასალა,ნახატების გამოფენა,პრეზენტაციის ჩანაწერები,საიდანაც ვხედავთ თუ რა ცოდნა და უნარები შეიძინეს ამა თუ იმ ეტაპზე ბავშვებმა
-პასუხისმგებელი პირი:პროექტის ხელმძღვანელი-ინგა აროშიძე,მშობლები.
-მოსალოდნელი შედეგები:მესამე ეტაპს ჩავატარებ მშობლების თანდასწრებით.მშობლები ნათლა დაინახავენ თუ რა უნარების განვითარებას შეუწყო ხელი ამ პროექტმა.ეს უნარებია:დახარრისხების,დაჯგუფების,დაკვირვების, ემპათიის, შთაბეჭდილებების გადმოცემის უნარი,საპრეზენტაციო უნარ.
-პროექტის რისკ-ფაქტორები-ესაძლებელია ზოოპარკში ბავშვებმა მეტი ყურადრება მიაქციონ ატრაქციონებს,ვიდრე ცხოველებს,შეიძლება შეეშნდეთ რომელიმე ცხოველის
-ამოცანების განხორციელების დრო;-პირველი დღე-სამოტივაციო გაკვეთილი
                                                                  მეორე დღე-ექსკურსია
                                                                  მესამე დღე-პრეზენტაცია
-პროექტის ბიუჯეტი-1.ტრანსპორტის ხარჯი-150 

                                        2.საკვების ხარჯი-180 ლ
                                        3.ზოოპარკში შესასვლელი თანხა-50ლ
                                         4.ატრაქციონების თანა-60ლ
პროექტი დააფინანსა მოსწავლეთა მშობლებმა


პროექტის ხელმძღვანელი: ინგა აროშიძე



პროექტის რეფლექსია


პროექტის პირველი ეტაპის ანგარიში: პროექტის პირველი ეტაპის მიზანი იყო, სამოტივაციო გაკვეთილზე აღმეძრა  ცხოველებისადმი ინტერესი ბავშვებში, გამომევლინა მათში არსებული ცოდნა ცხოველთა სამყაროს მიმართ. ყველა დაგეგმილი აქტივობა განვახორციელე და მიზანიც მიღწეული იქნა.
პროექტის მეორე ეტაპის ანგარიში:
მეორე ეტაპის მიზანი იყო ექსკურსიის განხორციელება. ბავშვების ზოოპარკში წაყვანა, რათა მათ დაეთვალიერებინათ და თავისი თვალით ენახათ ცხოველთა მრავალფეროვნება.
პროექტის მესამე ეტაპის ანგარიში:
მესამე ეტაპის მიზანი იყო საპრეზენტაციო უნარების განვითარება, ჯგუფური თანამშრომლობის უნარის განვითარება ყველა მოსწავლემ შესაძლებლობის ფარგლებში მოახდინა შთაბეჭდილების გადმოცემა ნახატით. 5-მა მოსწავლემ შეძლო ინფორმაციის მოძიება და გადმოცემა. 4-ს გაუჭირდა ინფორმაციის გადმოცემა, თუმცა დახატვა მოახერხეს. მოსწავლეების შეფასება მოხდა სიტყვიერი კომენტარებით.





სოციალური პროექტი.
პროექტის თემა:,,მოვუაროთ ხეებს''.
პროექტის მთავარი იდეა: ბუნების მოფრთხილების აუცილებლობა (ხეების მოვლა, ქუჩაში სისუფთავის დაცვა), ბუნების დაცვითი ღონისძიებები, ბუნების მოვლენები,მათი მნიშვნელობა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებში ბუნებისადმი სიყვარულის გაღვივება, ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე დაკვირვების, კვლევისა და ექსპერიმენტის ჩატარების უნარის განვითარება.
პროექტის მიზნები: ბავშვები კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის მოძიებისა და დასკვნების უნარის, გარემოს, ბუნების, ცხოველებისა და ფრინველების დაცვის მოთხოვნილების განვითარება, იმ აზრის დამკვიდრება, რომ გარემოს დაცვა, აქტიურობა საკუთარი თავისადმი პატივისცემის ერთ-ერთი გამოხატულებაა.
მოსწავლეთა ასაკი: -6-7 წელი
ვადები/ ხანგრძლივობა:
მოსალოდნელი შედეგები: პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას : სლაიდ-შოუ. ,,ბუნება და მისი სილამაზე".
პრეზენტაცია:,, გავუფრთხილდეთ ბუნებას'', ნახატების გამოფენა, ლექსებისა და მოთხრობების მოძიება ბუნებასთან დაკავშირებით.
აქციის მოწყობა: ,,გადავარჩინოთ ტყე გაჩეხვისგან''!
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ფოტოაპარატი, ინტერნეტი, პროექტორი, პლაკატები, ფონედოსკოპი, ფოთლები.
პროექტის მსვლელობა,(ძირითადი აქტივობები) გეგმის შედგენა- ჯგუფებად დაყოფა და დავალებების განაწილება.
აქტივობა- წყვილებში მიმდინარეობს.
აქტივობა- ხეების მოვლა.
წყვილებმა სკოლის ეზოში ან მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა ამოირჩიონ თავიანთი ხე. ხშირად მიაკითხონ ამ ხეს. გააკეთონ ხის ნახატები წელიწადის სხვადასხვა დროს. შეაგროვონ და გაახმონ მისი ფოთლები და ნაყოფი და შემდგომ მათგან გააკეთონ აპლიკაციები ან სათამაშოები.
აქტივობა-ფრინველები
წყვილებმა უნდა გამოიკვლიონ ის მწერები, ფრინველები და ცხოველები, რომლებიც ხეზე ან ხის გარშემო ბინადრობენ. დააკვირდნენ, თუ როგორ იქცევიან ისინი წელიწადის სხვადასხვა დროს...წყვილებმა ხის ერთ-ერთი ტოტის ქვეშ უნდა გაშალონ თეთრი ქაღალდი და ტოტი შეარხხიონ, შეაგროვონ ქაღალდზე ჩამოცვენილი მწერები და კენჭები, ხის ტოტები, ხილის ნაჭერი და დააკვირდნენ. წყვილებმა მოკლედ უნდა ჩაიწერონ დაკვირვების მონაცემები.
აქტივობა-,,ხის გულისცემა''.
მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება, რომ ხე ცოცხალი არსებაა. იგი იკვებება, სუნთქავს, ისვენებს. მასში მაცოცხლებელი სითხე ისე მოძრაობს, როგორც სისხლი ადამიანში. ხის გულისცემის მოსასმენად საუკეთესო დროა გაზაფხული, როდესაც ხეები ახალი სასიცოცხლო ციკლისთვის ემზადებიან. მასწავლებელი სკოლის გარეთ აქტივობას ირჩევს თხელი კანის მოზრდილ ხეს. ფართოფოთლოვან ხეში სითხის მოძრაობის მოსმენა უფრო იოლია, ვიდრე წიწვოვანში. მასწავლებელმა ფონედოსკოპი ხის ტანს უნდა მიადოს და გაუნძრევლად ეჭიროს. ასე მოასმენინოს მოსწავლეებს ხის ,,გულისცემა''. აქტივობის შემდეგ შეიძლება ერთად იმსჯელონ, თუ რას გრძნობდნენ , როდესაც ხის ,,გულისცემას'' ისმენდნენ.
პროექტისათვის მოსწავლეები წარმოადგენენ ნახატებს, შეგროვილ ინფორმაციას და დაკვირვების მონაცემებს.
შექმნიან პრეზენტაციას ბუნებაზე, სლაიდ შოუს და ფოტოსურათებს. თითოეული ჯგუფი წარმოადგენს მათ ნამუშევარს. შეიქმნება ბლოგი და განათავსებენ.
საგანთან/ საგნობრივ ჯგუფთან/ე.ს.გ.კავშირი.
მოსწავლეები იყენებენ ქართულ ენაში, ბუნებაში და ხელოვნებაში მიღებულ ცოდნას. პროექტის დასასრულს მოსწავლეები წარმოადგენენ ანგარიშს მათი ნამუშევრების შესაებ.



პროექტის ხელმძღვანელი:ინგა აროშიძე.


პროექტის რეფლექსია.

პროექტის მიზანი იყო ბავშვებში გამეღვივებინა ბუნებისადმი სიყვარული, ბუნების მოფრთხილების აუცილებლობას და მისი დაცვითი ღონისძიებები. დაკვირვებოდნენ ბუნების მოვლენებს და მათ მნიშვნელობებს. ბავშვები დავყავი ჯგუფებად და გავუნაწილე დავალებები. 1 აქტივობაში ჩავრთე - ხეების მოვლა, 2-ში ფრინველები, 3-ში ,,ხის გულისცემა''.აქტივობაში ბავშვები აკეთებენ ჩანახატებს წელიწადის სხვადასხვა დროს იმ ხეზე, რომელიც ამოირჩიეს. 2-აქტივობაში წყვილებმა უნდა გამოიკვლიონ მწერები, ფრინველები და ცხოველები რომლებიც ხეზე ან მის გარშემო ბინადრობენ.3- აქტივობაში ბავშვები მასწავლებელთან ერთად ფონეიდოსკოპის საშუალებით უსმენენ ხის გულისცემას. პროექტისთვის მოსწავლეები წარმოადგენენ ნახატებს, შეგროვილ ინფორმაციას და დაკვირვების მონაცემებს.ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული პროექტის მსვლელობაში და შეძლებისდაგვარად გაართვა თავი დაკისრებულ დავალებას.

სოციალური პროექტი

პროექტის სახელწოდება:“ჩვენ და თამაშები“

პროექტის მოკლე აღწერა:ბავშვები უფრო მეტს გაიგებენ სხვადასხვა დროისთამაშებსა თუ სათამაშოზე.მოისმენენ სახვადასხვა თაობის აზრს კომპიუტერულ თამაშებზე.ისწავლიან ხელნაკეთი სათამაშოების დამზადებას.
სრული აღწერა: საწყის ეტაპზე შევარჩევსაპროექტო ჯგუფებს.შერჩევა მოხდება მიზნობრივად ჯგუფებს მიეცემათ სამუშაო.მოიძიონ ინფორმაცია სათამაშს შესახებ.უძველესი დროიდან დღემდე.გაავლებენ პარალელებს თანამედროვე სათამაშოსთან.აღწერენ-რით ერთობიან ბავშვები,რომელია ყველაზე პოპულარული სათამაშო.დაამზადებენ სათამაშოებს სხვადასხვა მასალისაგან და გამოფენენ „სათამაშოების მაღაზიაში“, ჩაატარებენ გამოკითვას სკოლის დირექტორთან,მშობლებთან,დაწყებითი საფეხურის ბავშვებთან,თუ რა ტიპის თამაშებით ერთობიან მოიძიებენ ინტერნეტში მასალას კომპიუტერული თამაშების სასარგებლო და მავნე ეფექტების შესახებ,მოეწყობა დისკუსია მოსწავ ლეების ,მშობლებისა და დამსწრე საზოგადოები ს მონაწილეობით.შეიქმნა კედლის გაზეთი,მოეწყობა პრეზენტაცია,მოხდება შედეგბის ანალიზი და გაკეთდება დასკვნები
მოსწავლეთა ასაკი:6-7 წ
ვადები:ორი კვირა
აქტივობები:-ინფორმაციის მოძიება
                        -თოჯინების დამზადება
                     -  ინტერვიუები
                          -დისკუსიები
                          -სლაიდ-შოუს ჩვენება
                         -პიესის გათამაშება როლებში
                          -პროექტის ამსახველი სტენდის გაკეთება,ფოტო-ალბომის შექმნა
                          -პრეზენტაციები
                          -ბლოგის განახლება

მოსალოდნელი შედეგები:გაიფართოებენ ცოდნის ჰორიზონტს,ისწავლიან სათამაშოების დამზადებას,განივითარებენ ჯგუფში მუშაობის,სხვებისთვის აზრის გაზიარების,ურთიერთთანამშრომლობის,შემოქმედებით ,დისკუსიის უნარს,გამოუმუშავდებათ ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევები.

ე.ს.გ. -სთან კავშირი: ქარ1.1მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია.მონაწილეობა მიიღოს სიტუაციურ ამოცანებში
ქართ.1.4.მოსწავლეს შეუძლია გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები,გამოხატოს თავისი დამოკიდებულება
ს.გ1.2.მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალის ტექნიკის და პროცედურის ნამუშევრის შექმნა
ისტ1.1ახდენს ინფორმაციის მოპოვება და მის სხვებთან გაცვლას კომუნიკაციის საშუალებით ,მათ შორის თანაკლასელების მასწავ
ლებლის ან მშობლის დახმარებით.


მასწავლებელი:ინგა აროშიძე

პროექტის რეფლექსია

პროექტის პრეზენტაცია მეტად მრავალფეროვანი იყო.გაწეული საქმიანობის შეჯამების შემდეგ მშობლებიც აქტიურად ჩავრთეთ მსვლელობაში.მათ მივმართეთ კითხვით-როგორ იქრობთ კომპიუტერული თამაშები ზეგავლენას ახდენს ბავშვზე? რამდენად კარგად იცნობთ თქვენს ბავშვს?მანამდე კი წერილობით გამოვკითხე თუ რომელ ს რომელი სათამაშო უყვარს
ყველაზე მეტად.ისინი მეტ-ნაკლებად იცნობდნენ საკუთარი შვილის ხასიათს.გვქონდა  ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზიიზ პრეზენტაცია,გამოფენა სათამაშოების.წარმოვადგინეთპიესა.პროექტმა საინტერესოდ ჩაიარა და მშობლების და მასწავლებლების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ბავშვებმა ისწავლეს სათამაშოების დამზადება,გახდნენ უფრო კომუნიკაბელურები დაუმეგობრდნენ სხვა კლასის მოსწავლეებს .ორკვირიანი,საკმაოდ შრომატევადი მუშაობა დავასრულეთ იმ იმედით,რომ კვლავ გავაგრძელებდით მსგავს პროექტებს.

მასწავლებელი:ინგა აროშიძე




















გაკვეთილის  გეგმა ქართულში ისტ-ის გამოყენებით

მასწავლებელი:ინგა  აროშიძე       პ/ნ  33001065474
საგანი:ქართული
სწავლების საფეხური/კლასი: პირველი კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 9      სსსმ მოსწავლე არ მყავს
გაკვეთილის თემა: ასო-ბგერა  „ხ“
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლეებმა შეძლონ ასო-ბგერა „ხ“ -ს  ამოცნობა და დასახელება და დამარცვლით წაკითხვა,მარცვლების ხმოვანი და თანხმოვანი ასოების ამოცნობა,წინადადების ინტონაციით წაკითვა,ნიმუშის მიხედვითასოს,სიტყვის სწორად დაწერა,კომპიუტერის გამოყენება.
ე.ს.გ.ქართ.1.14.მოსწავლეს შეუძლია მარტივი წინადადების შედგენა ნაცნობ თემაზე.მასწავლებლის მიერ მიცემული სიტყვების მიხედვით აგებს მარტივ წინადადებს.სიტყვების დასაკავშირებლად მარეთბულად იყენებს კავშირებს (და,მაგრამ)
ი.ს.ტ.1.1.მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ-ტექნოლოგიების ძირითქად ცნებებსა და ოპერაციებს
ი.ს.ტ.1.4.მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება

#
აქტივობის აღწერა
გამოყენებული
მეთოდი
კლასის
ორგანიზების
ფორმა
სასწავლო
რესურსი
დრო
აქტივობის შედეგი
1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება,გაკვეთილის თემის და მიზნის გაცნობა.
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
დაფა.
1წ
მოსავლეები გაეცნობიან ახალი გაკვეთილის თემას და მიზანს
2
წინარე ცოდნის გააქტიურება.
მასწავლებელი მიუთითებს მოსწავლეებს გამოკრულ ანბანზე და თხოვს მასთან ერთად წაიკითხონ ანბანის ასოები წარმოთქვან ნასწავლი თანმოვანი და ხმოვანი ასო ბგერები
კითხვა-პასუხი

მთელი კლასი
დაფა
5წ
მოსწავლეები გაიხსენებენ
ნასწავლ მასალას
3
მასწავლებელი წერს
 დაფაზე ასო-ბგერა „ხ“-ს და უხსნის მათ თუროორ იწერება იგი.

მთელი კლასი

2წ
მოსწავლეები გაეცნობიან ახალ ასო-ბგერას.
4
მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს კომპიუტერის ჩართვას და ასო-ბგერა „ხ“-ს გამოწერას
ბუკთან
მუშაობა
მთელი კლასი
ბუკი
5წ
ახალი ასო-ბგერის ბუკით გაცნობა
5
მასწავლებელი სვამს
კითხვას რრომელი ასო უნდა მივუწროთ ხ-ს რომმარცვალი შეიქმნას?
რატომ არის ახ, იხ,ხა,ხი....მარცვალი?
კითხვა პასუხი
მთელი კლასი
დაფა
2წ
მოსწავლეები ააწყობენ მარცვლებს
6
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს კომპიუტერში მოცემული ასო-ბგერისგან შექმნან მარცვლები „ხ“-ს ასოს გამოყენებით
მუშაობა ბუკში
მთელი
კლასი
ბუკები
3წ
კომპიუტერით შექმნიან
მარცვლებს
7
მასწავლებელი კომპიუტერში აფერადებინებს ასო-ბ გერა „ხ“-ს,რომელიც მოცემულ სიტყვებში ფიგურირებსმაგ.ხე,თხა,თიხა,ხელი...
ხატვით
დამახსოვრება
მთელი კლასი
ბუკები
3წ

8
მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს დაასახელონ „ხ“ ასო-ბგერაზე დაწყებული სიტყვები დაშემდეგ დაშალონ და დაასახელონ რომელი ადგილი უკავია ხ -ს სიტყვაში?
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი

2წ
სიტყვების
დაშლა
9
მასწავლებელი დედაენის შესაბამისი გვერდის ტექსტში მოსწავლეებს წააკითხებს გაგრძელებით,თითის გაყოლებით
გაგრძელებით კითხვა
მთელი კლასი
დედაენა
6წ
კითხვის უნარი განვითარება
10
მოსწავლის რვეულში დაწერილ ასო „ხ“-სმოსწავლეები გამოწერენ და მასწავლებელი დაეხმარება დროდადრო.
წერითი
მთელი კლასი
მოსწავლის რვეული
5წ
წერითი უნარრის განვითარება
11
მასწავლებლის მიერ მოსწავლეების განმავითარებელი შეფასება.
ვერბალური
მთელი კლასი
სმაილები
1წ
მოხდება მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასება




გაკვეთილის რეფლექსია


ჩემი მიზანი იყო მოსწავლეებისათვის გამეცნო ასო-ბგერა „ხ“.შეძლონ ინტონაციით კითხვა,
წინარე ცოდნის გახსენების მიზნით წარმოვათქმევინე ნასწავლი ხმოვანი და თანხმოვანი ასო-ბგერები.ბავშვებს გავაცანი ასო“ხ“,და დაფაზე მისი მოხაზვის შემდეგ აღუწერე თუ როგორ იწერება იგი.შემდეგ კი კომპიუტერში დავავალე მისი გამოწერა.შემდეგ ვკითხე რომელი ასოების მიწერით სეიქმნება მარცვალი ისევ ვთხოვე გამოეყენებით კომპიუტერი და მოცემული ასო-ბგერებიდან შეექმნათ მ არცვლები.ვავალებ მოსწავლეებ კომპიუტერში გააფერადონ ასო-ბგერა ხ,რომელიც მოცემულ სიტყვებში ფიგურირებს.ვამუშავებ წერაში
მოსწავლის რვეულში.გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით.გაკვეთილის ბოლოს მიღწეული იქნა ე.ს.გ. მიხედვით დასახული მიზანი.










ბუნების წრე  სახელწოდებით:  "ჩვენ გვიყვარრს ბუნება"


წრის ხელმძღვანელი:ინგა აროშიძე

კლასი: პირველი

წრის წევრები:   1.ბოლქვაძე ნატალი
                             2.ბოლქვაძე ელენე
                             3.ზოიძე კესო
                             4.თავდიშვილი ნინო
                             5.კვაჭანტირაძე გიორგი
                             6.მჟავანაძე გვანცა
                             7.სიორიძე ელენე
                              8.შავაძე ანუკი
                              9.ძირრკვაძე ანამარია


წრის სამუშაო გეგმა

1.საორგანიზაციო საკითხების გაცნობა

დღის რეჟიმი
მორიგეობის ცხრილი
კლასში ქცევის წესები

2.სკოლის შიგა სივრცის დათვალიერება-გაცნობა (კაბინეტები, დირექტორის ოთახი, სამასწავლებლო, კომპიუტერის ოთახი, ბუფეტი, საჭირო ოთახი.) ...
3. სკოლის გარე მიდამოს დათვალიერება (ამბულატორია, გამგეობა, მაღაზია, ბაღი.)....
4. საგზაო მოძრაობის წესების გაცნობა, შუქნიშნის დამზადება და საუბარი მის გარშემო;
5. ,,ჩემი ოჯახის წევრები'' (ცხრილის შედგენა, ვის რამდენი ოჯახის წევრი ჰყავს.)
6. პირადი ჰიგიენა (საუბარი პირად ნივთებზე, მისი მოვლა და გამოყენება.)
7. ,,შემოდომა ჩემს სოფელში'' (გასეირნება ბუნებაში, დაკვირვება შემოდგომის ცვლილებებზე).
8. ჩვენ გვიყვარს ხილი. (ხილის დახატვა და გამოძერწვა).


წრის მიზანია: მოსწავლეები გაეცნონ ბუნებასა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს უფრო ახლოს, აღიქვან მისი სილამაზე. გაითავისონ, რომ ბუნების დაცვა და მოვლა აუცილებელია არსებობისათვის, გახდნენ ბუნების ქომაგები.