გაკვეთილის გეგმა ბუნებაში ისტის. გამოყენებით.
მასწავლებელი: ინგა აროშიძე პ/ნ 33001065474
გაკვეთილის თემა:,,ცხოველთა მრავალფეროვნება დედამიწაზე''.
სწავლების საფეხური: 1 კლასი.
საგანი: ბუნება
მოსწავლეთა პროფილი: კლასში არის 9 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე არ მყავს.
გაკვეთილის მნიშვნელობა-აქტუალობა: გაკვეთილი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები გაეცნობიან ცხოველთა მრავალფეროვნებას, მათ გარემოს, დააჯგუფებენ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, მოახდენენ ვიზუალურ დაკვირვებას, ამოცნობას და აღქმას ბუკებითა და სლაიდშოუს საშუალებით.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ცხოველების ამოცნობა, დაჯგუფება, ბუკებითა და სლაიდშოუთი ცხოველების ვიზუალური აღქმა.
ე.ს.გ.-ბუნება1.3.მოსწავლეს შეუძლია მოვლენებს შორის მსგავსება და განსხვავება არსებითი ნიშნების მიხედვით.
-ბუნება1.3. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით.
-ისტ ტექნ. 1.1 მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ-ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს.
ისტ.ტექნ. 1.4. მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.
წინარე ცოდნა:მოსწავლეები იცნობენ ზოგიერთ ცხოველებს და შეუძლიათ დაჯგუფება ზოგიერთი ნიშნის მიხედვით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები- სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი,ბუკი,სათამაშო ცხოველები.
გაკვეთილის მსვლელობა:
გაკვეთილი დავიწყე გონებრივი იერიშით:აქტივობა---1) 1ბავშვებო რომელ ცხოველებს იცნობთ? 2. რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან? 3. ხომ ვერ ამიღწერთ მათ საარსებო გარემოს? 4.თქვენი აზრით რომელი ცხოველია უფრო მნიშვნელოვანი? თანდათან მივიყვან ბავშვებს იმ აზრამდე რომ ყველა ცხოველი ბუნებაში ერთნაირად მნიშვნელოვანია.----5წთ.
აქტივობა----2) ვყოფ ბავშვებს 3 ჯგუფად.პირველ ჯგუფს ვთხოვ სახლიდან მოტანილი სათამაშო ცხოველები დააჯგუფონ გარეულ და შინაურ ცხოველებად.მეორე ჯგუფს ვთხოვე დაეჯგუფებინათ სათამაშო ცხოველები ფრინველებად და მიწაზე მოსიარულეებად. მესამე ჯგუფს ვთხოვე დაეჯგუფებინათ სათამაშო ცხოველები მტაცებელ და მშვიდობიან ცხოველებად.----5წთ
აქტივობა----3.) ამის შემდეგ ვთხოვ ჩართონ ბუკები და ამოიცნონ ის ცხოველები და მათი ნაშიერები რომლებიც გამოსახულია ეკრანზე. დააკვირდნენ რანაირ ხმას გამოსცემენ ცხოველები თავისი ნაშიერებით და გგასცენ კითხვას პასუხი; რა არის მათ შორის მსგავსება და განსხვავება---10წთ.
აქტივობა----4)ისევ ბუკებში ვუზიარებ ჩემს მიერ წინასწარ გამზადებულ სლაიდ შოუს თემაზე ცხოველთა მრავალფეროვნება დედამიწაზე.-----5წთ
აქტივობა----5) ჩავატარე მინი ლექცია თემაზე გადაშენებული და გადაშენების პირას მყოფი ცხოველები. ვესაუბრე (წითელი წიგნის შესახებ).----3წთ
აქტივობა ------6) ბუკების საშუალებით ვნახეთ გადაშენებული და გადაშენების პირას მყოფი ცხოველები განვიხილეთ დინოზავრი და შველი.-----3წთ
აქტივობა-----7) დავსვი შემაჯამებელი კითხვები.
რით იყო საინტერესო დღევანდელი გაკვეთილი? რა გაიგეთ დღეს ახალი? კიდევ რისი გაგება აინტერესებთ ცხოველების შესახებ.----2წთ
აქტივობა---8) შევაფასე ბავშვები სიტყვიერი კომენტარებით. შევპირდი მეორე დღეს ზოოპარკში ექსკურსიაზე წასვლას, სადაც თავისი თვალით ნახავდნენ ცოცხალ ცხოველებს და უფრო მეტს გაიგებდნენ მათ შესახებ.
მასწავლებელი: ინგა აროშიძე.
გაკვეთილის რეფლექსია:
ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო: მოსწავლეებმა შეძლონ ცხოველების ამოცნობა და დაჯგუფება, ბუკებითა და სლაიდშოუთი, ნანახი ცხოველების ვიზუალური აღქმა. გაკვეთილი დავიწყე გონებრივი იერიშით, ბავშვები მივიყვანე იმ დასკვნამდე რომ ყველა ცხოველი ბუნებაში ერთნაირად მნიშვნელოვანია. კლასი დავყავი ჯგუფებად და მივეცი სათანადო დავალება. გამოვიყენე ბუკები სადაც ნახეს და მოისმინეს ცხოველები და მათი ნაშიერები როგორ ხმას გამოსცემდნენ. ჩავატარე მინი-ლექცია თემაზე გადაშენებული და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების შესახებ. ვესაუბრე წითელი წიგნის შესახებ და ბუკებში ვნახეთ ეს ცხოველები. შემდეგ დავსვი შემაჯამებელი კითხვები და ბავშვები შევაფასე სიტყვიერი კომენტარებით. ასევე შევპირდი რომ წავიყვან ზოოპარკში ექსკურსიაზე. გაკვეთილის ბოლოს მიღწეული იქნა დასახული მიზანი.
მასწავლებელი: ინგა აროშიძე.
Комментариев нет:
Отправить комментарий