სოციალური პროექტი.
პროექტის თემა:,,მოვუაროთ ხეებს''.
პროექტის მთავარი იდეა: ბუნების მოფრთხილების აუცილებლობა (ხეების მოვლა, ქუჩაში სისუფთავის დაცვა), ბუნების დაცვითი ღონისძიებები, ბუნების მოვლენები,მათი მნიშვნელობა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებში ბუნებისადმი სიყვარულის გაღვივება, ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე დაკვირვების, კვლევისა და ექსპერიმენტის ჩატარების უნარის განვითარება.
პროექტის მიზნები: ბავშვები კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის მოძიებისა და დასკვნების უნარის, გარემოს, ბუნების, ცხოველებისა და ფრინველების დაცვის მოთხოვნილების განვითარება, იმ აზრის დამკვიდრება, რომ გარემოს დაცვა, აქტიურობა საკუთარი თავისადმი პატივისცემის ერთ-ერთი გამოხატულებაა.
მოსწავლეთა ასაკი: -6-7 წელი
ვადები/ ხანგრძლივობა:
მოსალოდნელი შედეგები: პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას : სლაიდ-შოუ. ,,ბუნება და მისი სილამაზე".
პრეზენტაცია:,, გავუფრთხილდეთ ბუნებას'', ნახატების გამოფენა, ლექსებისა და მოთხრობების მოძიება ბუნებასთან დაკავშირებით.
აქციის მოწყობა: ,,გადავარჩინოთ ტყე გაჩეხვისგან''!
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ფოტოაპარატი, ინტერნეტი, პროექტორი, პლაკატები, ფონედოსკოპი, ფოთლები.
პროექტის მსვლელობა,(ძირითადი აქტივობები) გეგმის შედგენა- ჯგუფებად დაყოფა და დავალებების განაწილება.
აქტივობა- წყვილებში მიმდინარეობს.
აქტივობა- ხეების მოვლა.
წყვილებმა სკოლის ეზოში ან მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა ამოირჩიონ თავიანთი ხე. ხშირად მიაკითხონ ამ ხეს. გააკეთონ ხის ნახატები წელიწადის სხვადასხვა დროს. შეაგროვონ და გაახმონ მისი ფოთლები და ნაყოფი და შემდგომ მათგან გააკეთონ აპლიკაციები ან სათამაშოები.
აქტივობა-ფრინველები
წყვილებმა უნდა გამოიკვლიონ ის მწერები, ფრინველები და ცხოველები, რომლებიც ხეზე ან ხის გარშემო ბინადრობენ. დააკვირდნენ, თუ როგორ იქცევიან ისინი წელიწადის სხვადასხვა დროს...წყვილებმა ხის ერთ-ერთი ტოტის ქვეშ უნდა გაშალონ თეთრი ქაღალდი და ტოტი შეარხხიონ, შეაგროვონ ქაღალდზე ჩამოცვენილი მწერები და კენჭები, ხის ტოტები, ხილის ნაჭერი და დააკვირდნენ. წყვილებმა მოკლედ უნდა ჩაიწერონ დაკვირვების მონაცემები.
აქტივობა-,,ხის გულისცემა''.
მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება, რომ ხე ცოცხალი არსებაა. იგი იკვებება, სუნთქავს, ისვენებს. მასში მაცოცხლებელი სითხე ისე მოძრაობს, როგორც სისხლი ადამიანში. ხის გულისცემის მოსასმენად საუკეთესო დროა გაზაფხული, როდესაც ხეები ახალი სასიცოცხლო ციკლისთვის ემზადებიან. მასწავლებელი სკოლის გარეთ აქტივობას ირჩევს თხელი კანის მოზრდილ ხეს. ფართოფოთლოვან ხეში სითხის მოძრაობის მოსმენა უფრო იოლია, ვიდრე წიწვოვანში. მასწავლებელმა ფონედოსკოპი ხის ტანს უნდა მიადოს და გაუნძრევლად ეჭიროს. ასე მოასმენინოს მოსწავლეებს ხის ,,გულისცემა''. აქტივობის შემდეგ შეიძლება ერთად იმსჯელონ, თუ რას გრძნობდნენ , როდესაც ხის ,,გულისცემას'' ისმენდნენ.
პროექტისათვის მოსწავლეები წარმოადგენენ ნახატებს, შეგროვილ ინფორმაციას და დაკვირვების მონაცემებს.
შექმნიან პრეზენტაციას ბუნებაზე, სლაიდ შოუს და ფოტოსურათებს. თითოეული ჯგუფი წარმოადგენს მათ ნამუშევარს. შეიქმნება ბლოგი და განათავსებენ.
საგანთან/ საგნობრივ ჯგუფთან/ე.ს.გ.კავშირი.
მოსწავლეები იყენებენ ქართულ ენაში, ბუნებაში და ხელოვნებაში მიღებულ ცოდნას. პროექტის დასასრულს მოსწავლეები წარმოადგენენ ანგარიშს მათი ნამუშევრების შესაებ.



პროექტის ხელმძღვანელი:ინგა აროშიძე.


პროექტის რეფლექსია.

პროექტის მიზანი იყო ბავშვებში გამეღვივებინა ბუნებისადმი სიყვარული, ბუნების მოფრთხილების აუცილებლობას და მისი დაცვითი ღონისძიებები. დაკვირვებოდნენ ბუნების მოვლენებს და მათ მნიშვნელობებს. ბავშვები დავყავი ჯგუფებად და გავუნაწილე დავალებები. 1 აქტივობაში ჩავრთე - ხეების მოვლა, 2-ში ფრინველები, 3-ში ,,ხის გულისცემა''.აქტივობაში ბავშვები აკეთებენ ჩანახატებს წელიწადის სხვადასხვა დროს იმ ხეზე, რომელიც ამოირჩიეს. 2-აქტივობაში წყვილებმა უნდა გამოიკვლიონ მწერები, ფრინველები და ცხოველები რომლებიც ხეზე ან მის გარშემო ბინადრობენ.3- აქტივობაში ბავშვები მასწავლებელთან ერთად ფონეიდოსკოპის საშუალებით უსმენენ ხის გულისცემას. პროექტისთვის მოსწავლეები წარმოადგენენ ნახატებს, შეგროვილ ინფორმაციას და დაკვირვების მონაცემებს.ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული პროექტის მსვლელობაში და შეძლებისდაგვარად გაართვა თავი დაკისრებულ დავალებას.

Комментариев нет:

Отправить комментарий