სოციალური პროექტი
პროექტის სახელწოდება:,,სხვებზე ზრუნვა"
პროექტის მიზანი:1.მოსწავლეებში სხვისი ემოციების გაგების,წვდომისა და თანაგრძნობის უნარის ჩამოყალიბება
2.ზრუნვა ემპათიის განვითარებაზე
3.სხვისი და საკუთარი ემოციების ამოცნობის უნარის განვითარება
4.მეგობრებთან კარგი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება.
5.მოსმენის,მეტყველებისა და ყურადღების კონცენტრირების უნარების განვითარება.
6.თვითშეფასების უნარები
სკოლაში მოსწავლეები არამხოლოდ კონკრეტულ დისციპლინებს სწავლობენ,არამედ სკოლა ოჯახთან თანამშრომლობით ზრუნავს მათ აღზრდასა და მორალურ განვითარებაზე.იმისთვის რომ უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებს განუვითაროთ უნარები,რომლებიც გარემოს გაუმჯობესებისა თუ სხვებზე ზრუნვისაკენ იქნება მიმართული ვფიქრობ,პირველ რიგში მნიშვნელოვანია ზრუნვა ემპათიის განვითარებაზე.ემპათიის ქვეშ მოიაზრება სხვისი ემოციების გაგების წვდომის და თანაგანცდის უნარი მიიჩნევა,რომ 7 წლამდე ასაკის ბავშვისთვის საკმაოდ რთულია სხვისი ემოციების წვდომა პირველ რიგში თანაგრძნობა სხვისი ემოციების გაგებით იწყება.
პროექტის მსვლელობა
გამოვიყენეთ აქტივობა" ამოიცანი ემოცია".მოსწავლეები სხდებიან წრეზე.შემდეგ ვუკითხავ სიტუაციას და ვთავაზობ ბარათებს შესაბამისი ილუსტრაციებით.მოსწავლეებს დარიგებული აქვთ სხვადახვა ემოციათა ბარათები და სიტუაციების მიხედვით მიუსადაგებენ.ბავშვებს თავად ვახსენებ კეთილი საქმის ჩამონათვალს
-ღიმილიანი მისალმება ნაცნობების
-მოწყენილი მეგობრისთვის სასაცილო ამბის მოყოლა
-მეგობრისთვის კომპლიმენტის თქმა
-ოჯახის წევრების დახმარება საოჯახო საქმეში.
-დაფის გაწმენდა, საკლასო ოთახის მოწესრიება.
-ყვავილების მორწყვა
-დაბადების დღეებზე ერთმანეთისათვის ხელნაკეთი ბარათების დამზადება
მოსწავლეებს მივეცი დავალება დაეხატათ რა სიკეთე გაუკეთებიათ,რომელსაც ააკრავენ წინასწარ შექმნილ ხეზე
მასწავლებელი:ინგა აროშიძე
პროექტის რეფლექსია
ჩემი პროექტის მიზანი იყო უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებისათვის განმევითარებინა უნარები,რომლებიც მიმართული იქნებოდა გარემოს გაუმჯობესებისა თუ სხვებზე ზრუნვისაკენ.ამისათვის შევიმუშავე აქტივობები "ამოიცანი ემოცია"გავმართე დისკუსია გავაკეთე კეთილი საქმის ჩამონათვალი და გამოვაკარი საკლასო ოთახში .ბავშვებს დავახატვინე ისეთი სურათები,სადაც ჩანს მათი გაკეთებული სიკეტე და წინასწარ შექმნილ ხეზე ავაკვრევინე.შეიძლებოდა მეტი აქტივობები გამომეყენებინა რასაც მომავალში განვაორციელებ.
მასწავლებელი:ინგა აროშიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий