პროექტი.
პროექტის საელწოდება:,,დავიცვათ გარემო''.
სამიზნე ჯგუფი: 1 კლასი.
პროექტზე მუშაობის ვადები: 28-31 ოქტომბერი.
პროექტის აქტუალობა: რატომ არის ეს პროექტი ჩვენთვის მნიშვნელოვანი?
პროექტის მიზანი: 1.მოსწავლეებმა დაკვირვების საფუძველზე აღწერონ ლოკალური გარემო. 2. განასხვავონ სუფთა და დანაგვიანებული გარემო. სიტყვიერად გადმოსცენ საკუთარი განწყობა კონკრეტული გარემოს მიმართ. 3. დაბინძურებული გარემოს შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებზე მოსაზრებების გამოთქმა, მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან გარემოს დაბინძურება. 4. მოსწავლემ შეძლოს ძირითადი პრობლემის გადასაჭრელად თანამშრომლობა თანატოლებთან და უფროსებთან სოციალურრი პრობლემების გადაწყვეტაში. 5. გააცნობიერონ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი  დამოკიდებულება გარემოსადმი.
პროექტის მსვლელობა: მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეებს განუვითარდებათ გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვეულებები.ბუნების გაკვეთილზე,როდესაც ბავშვებს ვესაუბრებოდი,თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანისათვის სუფთა გარემო და რა სახიფათოა დაბინძურებული, ბავშვებს იდეა დაებადათ ერთობლივად დაგვეგეგმა აქტივობები ამ პრობლემის გადასაჭრელად. დავგეგმეთ აქტივობები და დავიწყეთ მუშაობა.
ვესაუბრე გარემოს დანაგვიანების შესახებ მშობლებსაც, რომ ნაგავი ჩნდება იქ, სადაც ადამიანია, ადამიანები უამრავ საგანს, საკვებს, მასალას მოიხმარებენ, რის შედეგადაც ჩნდება ნარჩენები. მშობლებსაც გაუჩნდათ სურვილი რომ ჩართულიყვნენ ჩვენს აქტივობებში. შევთავაზე აქტივობა- ,,გასეირნება ბუნებაში''. ვთხოვე დაკვირვებოდნენ გარშემო მყოფ საგნებს. ვისაუბრეთ, რომ ნარჩენები უნდა შეგროვდეს და ჩაიყაროს სანაგვეში, რომ სკოლის ეზო მოწესრიგებული და სუფთა უნდა იყოს, როგორ გრძნობენ თავს დასუფთავებულ გარემოში.
მოტივაციის ამაღლების მიზნით, ვაჩვენე დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ასახულია დაბინძურებული გარემო, ადამიანთა ქმედებების სავალალო შედეგები. ფილმის ნახვის შემდეგ, გავმართეთ დისკუსია-,,რა ზიანი მოაქვს ადამიანისათვის დანაგვიანებულ გარემოს'"


პროექტის ხელმძღვანელი:ინგა აროშიძე








პროექტის რეფლექსია



ჩემი პროექტის მიზანი იყო ბავშვებისათვის დამენახვებინა თუ რა ზიანი მოაქვს დანაგვიანებულ გარემოს.როგორ უნდა დავიცვათ,გაუფრთხილდეთ,ვიზრუნოთ
მასზე.მათთან ერთად დავგეგმე აქტივობები ამ პრობლემის გადასაჭრელად ვისაუბრე
მშობლებთანაც,რის შემდეგაც მათაც გაუჩნდათ ჩართულიყვნენ ჩვენს პროექტში.მოტივაციის ამაღლების მიზნით ვაჩვენე დოკუმენტური ფილმი,რრომელშიც
ასახულია დაბინძურებული გარემო ფილმის ნახვის შემდეგ კი გავმართეთ დისკუსია.


მასწავლებელი:ინგა აროშიძე

Комментариев нет:

Отправить комментарий