პროექტი
1.პროექტის სახელწოდება: ,, მწვანე ეზო’’.
2.პროექტის ავტორი: ინგა აროშიძე.
3.პრობლემების ანალიზი    
-ბუნება სიცოცხლის წყაროა.
-ბუნების გამდიდრებაში მონაწილეობის მიღება.
-მცირე წვლილის შეტანა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
4.პროექტის მიზანი:
-მცირე ასაკიდანვე ბუნების სიყვარულის ჩანერგვა.
-შრომისადმი სიყვარულის ჩანერგვა.
-ურთიერთთანამშრომლობისა და კოლექტიურობის ჩამოყალიბება.
5.პროექტის ამოცანები:
1-დღე საუბარი მოსწავლეებთან, მშობლებთან შეთანხმება.
2-დღე ნერგების მოძიება.
3-დღე დარგვა.
6. რესურსები-ნერგები, სამუშაო ბარი.
7.მოსალოდნელი შედეგი.
-ხეები ბუნებას გაამდიდრებენ,
-მოსწავლეები ისწავლიან ბუნების მოვლასა და გაფრთხილებას.

    რეფლექსია.
2019 წლის 3 ნოემბერს გადავწყვიტე  გამეკეთებინა პროექტი  ,,მწვანე ეზო’’. სკოლის მოსწავლეებმა (სხვადასხვა საფეხურის) სკოლის ეზოს შემოგარენში დარგეს რამდენიმე მცენარე. მეც გადავწყვიტე ჩემს კლასსაც მიეღო მონაწილეობა და რამდენიმე ხით გაგვემდიდრებია ბუნება.
1-დღეს შევუთანხმდი მოსწავლეებს და მშობლებს . მოვილაპარაკეთ რომ ნერგებს მოიტანდნენ.
2-დღეს მოვიძიეთ რამდენიმე კაკლის ხე.
3-დღეს მოიტანეს მშობლებმა ნერგები და პატარების ჩართულობით დავრგეთ. ბავშვებმა აღმიქვეს, რომ მიაქცევენ ყურადღებას და იზრუნებენ მცენარეების გახარებაზე.




Комментариев нет:

Отправить комментарий